„ვეი მარტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ლოკაცია: 300 არაგველის N24; სოკარის სათავო ოფისი;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 -18:00;
ანაზღაურება: 1200 Net + 150-200 ლარი ბონუსი;
ბენეფიტები: ტრანსპორტირების ბარათი; ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლებისთვის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება სალარო აპარატისა და POS-ტერმინალის მეშვეობით;
- მიღებული პროდუქციის შემოწმება და თაროებზე განლაგება;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადების რეგულარული შემოწმება;
- ყავისა და ჰოთ-დოგის მომზადება;
- სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება, Apex-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია