მზარეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შესასრულებელ ფუქნციებს გაეცნოთ ყურადღებით . 

გამოცდილება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა აუცილებელი მოთხოვნაა! 

თუ აღნიშნული პირობები თქვენთვის სრულად მისაღებია,   მზად ხართ შეასრულოთ ყველა ის ფუნქცია რაც გაწერილია , და ასევე  აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს - მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია;  

ძირითადი მოვალეობები: 

 
გამოცდილება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა აუცილებელი მოთხოვნაა! 
  • მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება რეცეპტურის, კალკულაციისა და დადგენილი სტანდარტების ზუსტი დაცვით;
  • ნედლეულის, მზა პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების შენახვა/დასაწყობების სტანდარტების მკაცრი კონტროლი;
  • მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების სრული მომზადება (Prep);
  • მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მარაგების ინიცირება:
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა და მუდმივი მონიტორინგი;
  • სამზარეულოში სისუფთავის დაცვა ჰასპის სტანდარტის მიხედვით;   მათ შორის გამოყენებული გაზქურების, ელექტროქურების , გაწმენდა, მოწესრიგება . 
  • სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის სწორად გამოყენება და მოვლა
  • თვეში ერთხელ ყველა თანამშრომელთან ერთად სამზარეულოს გენერალური დალაგებაში მონაწილეობის მიღება,  
  • გუნდური მუშაობა და მზარეულის მხარდაჭერა მაღალი დატვირთვის პირობებში.
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროდუქტის მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლის არ ყოფნისას მისი ჩანაცვლება; 
  • საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება  რომელიც არ სცდება მზარეულის კომპეტენციის  ფარგლებს; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • გამოცდილება: მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კვების ობიექტში (მზარეულის ,შეფ მზარეული ან მსგავს პოზიციაზე);
  • სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის სფეროში
  • სტანდარტების ცოდნა: უპირატესობა მიენიჭება სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების (HACCP-ის პრინციპების) საფუძვლიანი ცოდნა;
  • სისუფთავის, ორგანიზებულობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის მაღალი დონე
  • სისწრაფე და ხარისხი: მაღალი სამუშაო ტემპის პირობებში ხარისხის შენარჩუნების უნარი;
  • ტექნიკური უნარები: სამზარეულოს ინვენტართან და დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.

 ლოკაცია: 

სამასი არაგველის 24 , სოკარის ცენტრალური ოფისი. (სასტუმრო ჰილტონის წინ) 

 

ანაზღაურება:  1500 ლარი 

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00 დან 17:00 მდე  

კვება: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას სამუშაო საათების განმავლობაში;

ტრანსპორტირება: უფასოდ ტრანსპორტირების ბარათები; 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<