გთხოვთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შესასრულებელ ფუქნციებს გაეცნოთ ყურადღებით .
თუ აღნიშნულს აკმაყოფილებთ და თქვენთვის ჩამოთვლილი ყველა პირობა მისაღებია - მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია;
Way Mart არის ავტოგასამართ სადგურებზე (ძირითადად "სოკარის" ლოკაციებზე) განთავსებული მარკეტების წამყვანი ქსელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან მოლარე-კონსულტანტებს, რომლებიც მზად არიან კეთილსინდისიერად იმუშაონ 24-საათიანი ცვლის რეჟიმით.
✅გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24-საათიანი მორიგეობა. თვეში 10 ან 11 მორიგეობა, (24 საათიანი ცვლის შემდეგ 2 დღე დასვენება;
✅ანაზღაურება: 1 მორიგეობის ანაზღაურება 110-120 ლარი;
ბენეფიტები:
- ✅ ანაზღურებადი შვებულება და ბიულეტენი;
- ✅ სამუშაო საათებისა და დღეების შეთანხმების შესაძლებლობა;
- ✅ ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ✅ ბონუსები: 200-250 ლარის ოდენობით თვეში;
- ✅ ულიმიტო სამგზავრო ბარათი თბილისის ტრანსპორტზე
ძირითადი მოვალეობები:
-
მომხმარებლების სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
-
სალარო ოპერაციების წარმოება;
-
პროდუქციის მიღება, განლაგება და თაროების მოწესრიგება;
-
სამუშაო გარემოში სისუფთავის და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
-
კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.