მოლარე-კონსულტანტი (სოკარის სათავო ოფისი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

„ვეი მარტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

ლოკაცია: 300 არაგველის N24; სოკარის სათავო ოფისი;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 -18:00;
ანაზღაურება: 1200 Net + 150-200 ლარი ბონუსი;
ბენეფიტები: ტრანსპორტირების ბარათი; ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლებისთვის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება სალარო აპარატისა და POS-ტერმინალის მეშვეობით;
  • მიღებული პროდუქციის შემოწმება და თაროებზე განლაგება;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადების რეგულარული შემოწმება;
  • ყავისა და ჰოთ-დოგის მომზადება; 
  • სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება, Apex-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა.


დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!